პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს პასუხობენ სტუდენტები და ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.
საბა მეურნიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროტესტის ფონზე ახალგაზრდების ძალა დაინახა და "გაშავების კამპანია" დაიწყო:
"ჩვენ ეს არ გაგვაჩერებს. უახლოეს დღეებში ვაპირებთ ჩვენი ორგანიზაციები, სტუდენტური ჯგუფები შევიკრიბოთ, და დავსახოთ მომავალი გეგმები. არ მივცემთ საშუალებას, რომ ასეთი ტიპის დეზინფორმაციებით მოახდინონ რაიმე სახის დისკრედიტაცია ახალგაზრდების".
გიგა საზუაშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ცდილობს საზოგადოება სტუდენტების წინააღმდეგ განაწყოს, თუმცა გაუგებარია რა კავშირშია "სატანისტები" აქციაზე, რომელიც რუსულ კანონის წინააღმდეგ იმართებოდა:
"მხუთავმა აირმა და სპრეიმ არ დაგვაშინა და ღარიბაშვილის სიტყვის რომ არავის ეშინია, ეგ მემგონი ძალიან ცხადია. ბრძოლას ვაგრძელებთ უკეთესი მეთოდებით, გვჭირდება უკეთესი ორგანიზება და ღარიბაშვილის სიტყვა ჩვენ მოქმედებებზე გავლენას არ მოახდენს არანაირად".
იხილეთ ღარიბაშვილის განცხადება: