ლენტეხში სტიქიამ ექვსი სოფელი დააზარალა

გამოქვეყნდა:

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ექვსი სოფელი დააზარალა. 

სტიქიის მიზეზით, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესი ფართობები და სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ლენტეხის სოფლებში ამ დროისთვისაც ძლიერი წვიმაა. დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი