,,ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრები დღეს მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად „მთავარი არხის" დამფუძნებლის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან და მის პატიმრობაზე საკუთარ პოზიციას გამოხატავენ. მოძრაობის წევრების შეფასებით, ნიკა გვარამია უსამართლოდ არის დაკავებული, ამიტომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება. მათი თქმით, გვარამიას პატიმრობა საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას და მედიას.
"ნიკა გვარამია არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანი დევნო, უსამართლოდ დააპატიმრო, საფრთხე შეუქმნა თავისუფალ სიტყვას, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს მისი მხარდაჭერა. ჩვენ ვიკრიბებით ჩვენი თავისუფალი სიტყვის გასაჟღერებლად, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად და ეს იქნება ერთი პროფესიული ჯგუფის პროტესტი ამ ფაქტის წინააღმდეგ", - ამბობს თეონა დოლენჯაშვილი, მოძრაობა მომავლისთვის დამფუძნებელი.
განცხადებას მწერლები და ლიტერატორები 12:00 საათზე გააკეთებენ.