"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბოლო დღეებში გამართული აქციებისას ჟურნალისტებზე ძალადობის და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები.
ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 მარტიდან მოყოლებული სამართალდამცავებმა სცემეს, ან ხელი შეუშალეს სულ მცირე 14 ჟურნალისტის მუშაობას მაშინ, როცა ისინი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტით გამოწვეულ პროტესტს აშუქებდნენ.
განცხადებაში მოყვანილია სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტებისადმი ფიზიკური ძალის თუ საქმიანობის ხელშეშლის სხვადასხვა შემთხვევები.