ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ლენტეხსა და ცაგერში სახლებს სახურავები გადახადა

გამოქვეყნდა:

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 6 სოფელი დააზარალა. ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები, სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სოფლებში ამ წუთებშიც წვიმს.

მოგლეჯილი ხეები, სახურავის გარეშე დარჩენილი საცხოვრებელი სახლები, დასეტყვილი ნათესები და დატბორილი სახნავ-სათესი მიწები - ასეთი ვითარებაა სტიქიით დაზარალებულ სოფლებში. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმა გამთენიისას დაიწყო, რამდენიმე წუთში კი ქარიშხალიც ამოვარდა. 

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში დილიდანვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისია. 

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ზარალი მიადგა მოსახლეობას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარალის დათვლას წვიმის გადაღებისთანავე დაიწყებენ.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი