რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

გამოქვეყნდა:

მოძალადეების დაჯგუფებამ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მოხსნეს და ფეხებით შედგენენ და დაწვეს.

პოლიციას ამ ქმედებისთვის არავინ დაუკავებია. 

მოძალადეები მსვლელობისას აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე მათ ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი. ქვა ზაზა ბიბილაშვილის იურიდიულ ოფისში შევარდა.

"არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის." წერს "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი.

დროშის დაწვის შემდეგ, მოძალადეებმა დაიჩოქეს და კოლექტიურად, ლოცვა დაიწყეს.

ფოტო: მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან.

შეგახსენებთ, რადიკალებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წელს, 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის შემდეგაც ჩამოხსნეს და დახიეს

მეორე დღეს, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოსთან თავად აღმართა. 
 

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი