"არასდროს ვიქნები რუსეთის მონა..." | წყლის ჭავლთან მოცეკვავე, 16 წლის სალომე კენჭიაშვილი

გამოქვეყნდა:

7-9 მარტის აქციების კადრებში ჩანს გოგო, რომელიც რუსთაველზე მყოფი სპეცრაზმის მიერ გაშვებულ წყლის ჭავლს საქართველოს დროშით ზურგზე ეცეკვებოდა. ის 16 წლის სალომე კენჭიაშვილია, ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი. 

სალომე "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში წყლის ჭავლთან ცეკვის მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციელებს ბიჭი ეგონათ და მისი დაკავებაც სცადეს.

"მე ვარ გოგო, რომელიც წყლის ჭავლზე ცეკვავდა. რამ გამაბრაზა და იმან გამაბრაზა, პირველ აქციაზე, რომ დავინახე, რა ხდებოდა, სახლში ვერ გავჩერდებოდი. პირველ დღეს ვერ გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი დისშვილები მყავდა დატოვებული და მეორე დღეს, ჩემს ძმას დავატოვებინე იმიტომ, რომ უეჭველი უნდა გავსულიყავი. მე აქ, რომ მოვიდოდი ვიცოდი, რომ რისკები არის, რომ დავშავდე ან ზედმეტი რამე მომივიდეს.

არ ველოდი, რომ ამდენ ბოლს გადავყლაპავდი, წყალს, რომ შემომასხამდნენ მე მეგონა მაქსიმუმ შორს ვიდგებოდი და შორს ოდნავ დავსველდებოდი. არ მეგონა, ნაღდად არ მეგონა, რომ სულ წინ დავდგებოდი. ეს ყველაფერი, რომ დაიწყო უკან გავიხედე, არ მეგონა მარტო თუ ვიდექი ასე წინ. მე მეგონა, რომ ხალხი ერთი 2-3 მეტრით უკან დგას ჩემს უკან. ერთ მომენტში, რომ გამოვიწიე ფეხი, რომ ამოვარტყი და გამოვიწიე გავიხედე და ხალხი რა შორს დგას და მე რა მინდა წინ. თავიდან მინდოდა, რომ მე სპორტსმენი ვარ და ვიცი, მყარი დგომები მაქვს და თავიდან მინდოდა, რომ დავმდგარიყავი და, რომ შემომასხამდნენ ვერ წამაქცევდნენ, იმიტომ, რომ მყარად ვიდექი. 

უკვე რომ შემომესხა ვიგრძენი, რომ დალურჯებული მქონდა, იმდენად ძლიერი იყო და მეთქი მაგ დალურჯებებს ჯობია ავიცილო მეთქი. მარტივი იყო, ძალიან მარტივი... დავიწყე აცილება და თან მუღამშიც შევედი და გავერთე კიდევაც. თურმე ჩემი და ძმები მირეკავენ, მამოწმებენ როგორ ვარ, ცოცხალი ვარ თუ არა. შემდეგ სახლში მივდივარ და ჩემს ძმას ვურეკავ ნახე მეთქი? და კი, კი ყველამ ყველაფერი დავინახეთო.

თავიდან ჩემს და-ძმებსაც ვიღაც სხვა ბიჭი ვეგონე, მაგარი ტიპიაო რაღაც.. თავიდან, რომელიღაც ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერშიც თქვეს, რომ ეს ბიჭი დააკავესო და შემდეგ შეასწორეს გოგოთი. იმიტომ, რომ მეც ეგეთი სტილი მაქვს, ტომრის სტილი მაქვს და ვიცი, რომ ადამიანებს ბიჭი ვეგონები. არ მრცხვენია და არც მწყინს, ბოდიშებს მიხდიან მაგის გამო, მაგრამ არ მწყინს. პოლიციამ თავიდან, რომ დამაკავა ვუყვირი, რომ არასრულწლოვანი ვარ და ვიდეოებშიც ისმის. ეგ მაგარი ეკიდათ, რომ არასრულწლოვანი ვარ. შემდეგ, რომ გაიგეს, რომ გოგო ვარ მაგ დროს შეანელეს უკვე... აქ ვაფშე რას მოეთრიეო და ეგ, რომ მითხრა 55 წლამდე კაცი იყო გავხედე და როგორ თქვი მეთქი? აქ რატომ მოხვედიო, შეასწორა, კიდევ გავუმეორე წეღან როგორ თქვი მეთქი? და მიპასუხია, აქ რატომ მოხვედიო...

მიხვდა, რომ აზრი არ აქვს ჩემთან საუბარს.. მიყვიროდნენ ბოლო ხმაზე, არაადამიანურად მექცეოდნენ, მე გადავიტანე იმიტომ, რომ სპორტსმენი ვარ ჩემზე ზედმეტი ძალა, რომ გამოიყენო არ მეტკინება.. მთელი ძალით მიჭერდა [მაჯაზე] მაგრამ არ მტკიოდა, ჩვეულებრივად გავაშვებინე ერთი-ორჯერ კიდეც, მაგრამ სხვა გინდ ბიჭიც ყოფილიყო არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება ვერ გაეძლო..იმ პოლიციელებს, რომლებმაც შიგნით შემიყვანეს, ეგონათ ცრემლები წამომივა და თხოვნას დავუწყებ, მაგრამ არა.

მე ჩემს ვეუბნებოდი მაინც, რომ არასრულწლოვანი ვარ, რა უფლებით მაკავებთ, გიჩივლებთ მეთქი  და შემდეგ ეს, რომ ვუმეორე, ვუმეორე და მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს მაგას გამომიშვეს, ოღონდ რომ გამომიშვეს გამომაგდეს... იქ მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გაქვს დალეულიო, ჩანთაში რა გიდევსო..იმ მომენტში, როდესაც ვხტუნავდი ერთადერთი აზრი მქონდა, რომ არ წავიქცე... იმაზე არ ვფიქრობდი, რომ ამ წამს ვინმემ მიღებს.. ხალხთან ერთად ვიდექი წინ. ბევრი იდგა ჩემთან ერთად...

ჩვენ მაგათი მონები არასდროს არ გავხდებით, არასდროს არ ვიქნები რუსეთის მონა..არ მინდა, საქართველოში ერთ დღეს გავიღვიძო რუსული პასპორტით ხელში... ოცნებად მაქვს ევროპაში მოგზაურობა და რუსული პასპორტით მაგას ნამდვილად ვერ შევძლებ... მაღაზიაში ვმუშაობ და ხალხი შემოდის მადლობას მიხდის, ჯიგარი ხარო... ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქედ ვგრძნობ თავს, რომელიც ვალდებული იყო აქ დამდგარიყო... საქართველოს ხელისუფლება ახლა სამაგიეროს გადახდას ფიქრობს, იმიტომ რომ ნერვები ეშლებათ ჩვენზე ამ ახალგაზრდა თაობამ როგორ უნდა გაიმარჯვოს.. მაგათი საქმე არაა, რამდენი პირსინგი მიკეთია... უნდა იზრუნოს ხალხზე, რომელიც ძალიან გაჭირვებულია.... მასეთ რაღაცეებს, რომ გვეუნებიან, მაგიტომ ვიბრძვით.." - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი