"საპატრიარქო გეგმავს, დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით" | დედა სიდონია

გამოქვეყნდა:

"მომაწოდეს ინფორმაცია რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით" - ამის შესახებ დედა სიდონია სოციალურ ქსელში წერს.

ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით...

ხმამაღლა ვაცხადებ, მე მონაზონი სიდონია ვიდგები ყოველთვის და ყველგან, იქ სადაც იდგება ჩვენი ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მამავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდობა!

არ შემშინებია!

არ მეშინია!

არ შემეშინდება!

დიდება ევროპულ საქართველოს!, - წერს დედა სიდონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი