დანგრეული მაგისტრალი რიკოთზე | ქვეყანა ტრაგედიას გადაურჩა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა მსხვერპლით დასრულებულიყო. დასავლეთის ავტობანზე ერთ-ერთი მთის ფერდი ჩამოიშალა და მშენებარე გვირაბი და მიმდებარე ხიდი დააზიანა. სპეციალისტები ვარაუდობენ რომ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, რომელზეც 900-ს მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა დამატებითი კვლევების ჩატარების გარეშე დაიწყო, რადგან რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე აუციელებელი იყო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღება, რაზეც ხელისუფლება არა ერთხელ გააფრთხილეს.

ოპოზიციას შეკითხვები აქვს ავტობანის მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებითაც. ჩინურ სამშენებლო ჯგუფს ხელისუფლებამ კონტრაქტი იაპონურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ გაუფორმა. საბოლოო ჯამში ქვეყანამ უხარისხოდ აგებული გვირაბი მიიღო, რომელმაც უხვ ნალექსაც კი ვერ გაუძლო.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი