ადამიანებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობაა, რეალურად ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დედაქალაქს - კალაძე

გამოქვეყნდა:

"თბილისში დაწყებული გვაქვს პრობლემური კვანძების მოწესრიგების სამუშაოები, რომლებიც დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. 18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება შემდეგ მონაკვეთებზე - ქეთევან დედოფლისა და ნავთლუღის ქუჩის კვეთა, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის კვეთა, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა. აღნიშნულ საგზაო კვანძებზე მოეწყობა ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზოლები.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში, იყოს კომფორტული, სწრაფი და მოქალაქეებს არ უწევდეთ გაჩერებებზე ლოდინი გარკვეული დროის განმავლობაში იმის გამო, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი საცობში ფერხდება. ეს დისკომფორტია, რომელსაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. მოქალაქეებს კი ჰგონიათ, რომ ავტობუსის და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, ვიდრე ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსების პირობებში ხდებოდა, თუმცა აღნიშნული საცობები გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება - სატრანსპორტო დერეფნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს".

თქვა კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი