თებერვალში რუსეთიდან $187 მლნ გადმორიცხეს - მატება წინა წელთან შედარებით, 754%-ია 

გამოქვეყნდა:

2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

გზავნილებში პირველ ადგილზეა რუსეთი, საიდანაც თებერვალში 187 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით, 754%-ით მეტია. 

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

  • რუსეთის ფედერაცია - $187 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 754%
  • იტალია - $39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 18%
  • აშშ - $30 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 44%
  • საბერძნეთი - $17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 12%
  • ისრაელი - $16 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%
  • გერმანია - $15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%
  • ყაზახეთი - $13 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -6%
  • თურქეთი - $9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 19%
  • ყირგიზეთი - $6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 83%
  • ესპანეთი - $4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2%

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი