ალტ-ინფოს გურიის ორგანიზაციის ლიდერმა ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა სცადა და ჟურნალისტ ნატო გოგელიას სცემა

გამოქვეყნდა:

"ალტინფოს"  გურიის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ ტვ პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას სცემა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ბახვში მოხდა.

ანდღულაძე გოგელიას, დაუმტვრია ტელეფონი და აპარატურაც.

ნაცემი ჟურნალისტი შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

იქამდე კი ანდღულაძემ გურიის გუბერნიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის მოხსნა სცადა. სწორედ ამ ინციდენტზე კომენტარისთვის მივიდა გოგელია ანდღულაძესთან.

თვითმხილველების თქმით,  ანდღულაძე შენობასთან საკუთარი მანქანით მივიდა და დროშის მოხსნას შეეცადა, თუმცა  დაცვის პოლიციამ მას ხელი შეუშალა. 

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძეც, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია.

მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ინციდენტი ამოწურულია და გუბერნიის შენობის წინ "საქართველოს, ევროკავშირისა და მუნიციპალიტეტის დროშები ამაყად ფრიალებს”.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი