"განახლება და განვითარება აღიზიანებთ" - ასე ეხმაურება ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში გამოხმაურებებს კუბოს ფორმის საყვავილეებთან დაკავშირებით.
აი ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ.
იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, - “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ.
საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!, - წერს თალაკვაძე.