თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია GWP ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონი, დაბა კოჯორი, უძოს ქ. N 2 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ოდიშვილი,უძოს და კაჭახიძის ქუჩებს (სრულად).ვაკის რაიონში, დღეს, 17/03 ქობულეთის ქუჩაზე სატუმბო სადგურში აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 17/03 16:00-დან 18/03 02:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, ნ. ჟვანიას, მცხეთის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, რაზმაძის N1-N15 (კენტებს) N2-N20 (ლუწებს) და N57, არაყიშვილის N11-N27 (კენტებს), N14-N26 (ლუწებს), კეკელიძის N15-N25 (კენტებს) N16 და N18, ჯანაშვილი, ქუთათელაძის, შროშის, რადიანის, შოშიტაიშვილის ქუჩებს და არაყიშვილის II ჩიხს.
ვაკის რაიონში, დღეს, 17/03 ნუცუბიძის 3 მ/რ 2 კვარტალი N 7-თან აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარდების გამო, 17/03 11:00-დან 17/03 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
შალვა ნუცუბიძის პლ. 3 მ/რ-ს კვარტლებით, რამაზ ჩხიკვაძის და ზ. მუზაშვილის ქუჩებს.