ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა ქობულეთში, გელაურის დასახლებაში. ისინი მდინარე კინტრიშიდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, კომპანია ინერტული მასალებს დარღვევით მოიპოვებს და ხეობას სერიოზული ზიანი მიადგა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ადგილზე სამუშაოები დაიწყო, მდინარემ წაიყო ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ინგლისელების მიერ აშენებული გზა, რომელსაც ადგილობრივები იყენებენ.
კომპანია "სონის" კინტრიშიდან ამოღებული ქვა-ღორღი აჭყვისთავში მიაქვს, სადაც მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები კეთდება. ადგილზე დღეს მოსულები იყვნენ გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებმაც სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. მათ ადგილობრივებს განუცხადეს, რომ კომპანია სამუშაოებს კანონის დაცვით აწარმოებს.
აქციაზე მივიდა ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე, ის ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ პრობლემას მომავალ კვირას განიხილავს, როცა ქობულეთში სპეციალისტები ჩავლენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.