ქობულეთში გელაურის დასახლების მაცხოვრებლები ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირის კუთვნილ კომპანიას უპირისპირდებიან. ადგილობრივები, რომლებსაც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება, მდინარე კინტრიშიდან ქვა - ღორღის უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ. არაერთი მიმართვა ადგილობრივ ხელისუფლების უპასუხოდ და რეაგირების გარეშე დარჩა. ახლა ხალხი სამართალს ქუჩაში ეძებს და საპროტესტო აქციებით იმუქრება.
სამუშაოებს კომპანია "გზა" აწარმოებს. ირკვევა რომ კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია ქართული ოცნების შემომწირველია და მას 2016 წლიდან დღემდე მმართველი პარტიისთვის 350 ათასი ლარი აქვს შეწირული. შედეგად ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ყველაფრის უფლებას აძლევენ. კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება რომ აქ კანონდარღვევით არაფერი კეთდება და მას შემდეგ რაც ხრეშს წყლიდან ამოიღებენ, ჯებირსაც შეაკეთებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე