ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბრეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში,  ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. 

როგორც რეგიონული მედია "მოზაიკა" წერს ავარიის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ "გორმედში" გადაიყვანა.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფო ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ახლობლების ინფორმაციით, სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი