2 - 9 მარტის აქციებისას, დაირღვა მედიის 21 წარმომადგენლის უფლება - მედიაომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

აქციის გაშუქებისას სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ - აცხადებს მედიაომბუდსმენი. 

მისივე მონაცემებით, 2023 წლის 02 - 09 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს, დაირღვა მედიის 21 წარმომადგენლის უფლება. მთლიანობაში დაფიქსირდა ხელშეშლის 15 შემთხვევა. ამ დროისათვის გამოკითხულია 18 ჟურნალისტი. აქედან, 8 მათგანს მიენიჭა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი

მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვა და დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი