ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთ კვირაში ძაღლზე ცოფის 3 შემთხვევა დაფიქსირდა - გამოცხადდა კარანტინი 

გამოქვეყნდა:

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო ერთ კვირაში ძაღლზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას.

“მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე , ერთი დღით არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი,”- ამბობენ ამბროლაურის მერიაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი