18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300 პროდუქტზე ამოქმედდება - მედიკამენტების სია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.

სამინისტროს განცხადებით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

"რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ გაიზრდება.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი