"თქვენს წინაშე წარმოდგენილი აზრების ავტორი მარტო მე არ ვარ – მისი ავტორი ჩვენ გარშემო არსებული რეალობაა, რაზეც ჩვენ, ადამიანები ჩვენებურად ვრეაგირებთ“ - ასეთი წინასიტყვაობით იწყებს ნიკა რურუა მის წიგნს "ის რაც გვაძლიერებს". პოლიტიკოსი, კულტურის ყოფილი მინისტრი გუშინ 55 წლის გახდებოდა. როცა პუტინი სისხლიან ომს აწარმოებს უკრაინაში და როცა საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან უმძიმეს დაპირისპირებაშია, ნიკას მეგობრები ამბობენ, რომ მისი შემართება, სიტყვა და პოზიცია ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება.
ნიკა რურუამ სიცოცხლეში ბევრი რამ მოასწრო. იყო კულტურის მინისტრი, პარლამენტის ორგზის მოწვევის წევრი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ჯაზური მუსიკის კოლექციონერი, ბათუმის Black Sea Jazz Festival-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი; თუმცა ნიკა თანამოაზრეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სასწაულია, რაც მან სიცოცხლეში შეძლო - მან თავისი თავი თავიდან შექმნა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი