სტიქია ლენტეხში - დაზიანდა სახლები, დაიტბორა გზები, განადგურებულია მოსავალი

გამოქვეყნდა:

ქვემო სვანეთში სტიქიამ ათობით ოჯახის საცხოვრებელი სახლი დააზიანა - ნაწილს სახურავი მოხადა, ნაწილს კი მინები ჩაუმსხვრია. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ასწლოვანი ხეები. სტიქიის შედეგად ჩაიხერგა საავტომობილო გზაც და რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ნათესები და ხეხილი გაანადგურა. სოფლის მცხოვრებლები მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. 

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლეჩხუმის მოსახლეობაც დააზარალა. ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სტიქიის შედეგად პრობლემები შეექმნა. 

სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია დილიდან ადგილზე ითვლიდა. ჯერჯერობით უცნობი კონკრეტული ზარალის ოდენობა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტის სოფლებს მიადგა. 

სტიქიის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძებიც დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე ასეულ ოჯახს დენი დღის ბოლომდე არ მიეწოდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი