რუსების ახალი აკრძალვები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში - საბაჟოზე ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო ნივთების შეტანაში ღირებულის ნახევარზე მეტს ახდევინებენ.
"საჭმელზე არ არის გადასხდელი, მაგრამ დანარჩენი: ავეჯი, ტელევიზორი, ღუმელი ესენი გადასახდელია. გეტყვიან იქ 500 მანეთი ან 1 000 მანეთი მაგალითად",- ამბობენ მოქალაქეები.
საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსშია, თუმცა მოქალაქეების დასახმარებლად არაფერს აკეთებს. მოსახლეობა დახმარებას და ხელისუფლებისგან მოქმედებას ითხოვს.