სტუდენტურ საცხოვრებელში მცხოვრები ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ პოლიცია გვიან ღამით იქ პირადი მონაცემების შეგროვების მიზნით შევიდა.
სტუდენტი "მთავარ არხთან" აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის ბაზაზე ისედაც მოიპოვება.
"აინტერესებდათ, თუ ვინ ცხოვრობდა იქ უბრალოდ, რისი ბაზაც უნივერსიტეტს აქვს. უნივერსიტეტის პასუხი ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რატომ შევიდა პოლიცია საერთო საცხოვრებელში. ჩემი პირადი აზრით, ეს დაშინების ერთ-ერთი გზაა, რომ დააშინონ ბავშვები, ვიცით სადაც ცხოვრობთ, ვიცით ვინც ხართ და პროტესტის შემთხვევაში, ვიცით სადაც მოგაგნოთ. ეს ყველაფერი ხორციელდება ლაივ რეჟიმში, ყველა ბავშვთან მიდიან, ეკითხებიან და სხვადასხვა რეპრესიულ გზებს იყენებენ, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს "მაისის სტუდენტური მოძრაობამ" ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა. სტუდენტები ფიქრობენ, რომ მომხდარი მარტის აქციებში თსუ-ს სტუდენტების მონაწილეობას უკავშირდება და ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.
თსუ-ს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ ჩხრეკის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ზოგადად უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს.