პროტესტი რუსთავში - კომპანია "ჯეოსტილის" თანამშრომლები სამუშაო პირობებით უკმაყოფილოები არიან. არმატურის საწარმოში დასაქმებული 160 ადამიანი უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და ხელფასების შეუსაბამობას აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ უფრო მეტს მუშაობენ ვიდრე ახალი ხელშეკრულების მიხედვით უხდიან. გარდა ამისა, ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, მათი თქმით, ხელფასები შეუმცირდათ.
ქარხნის ადმინისტრაცია იბარებს საკუთარი თანამშრომლების მცირე ორ-სამ კაციან ჯგუფებს და ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ და უმტკიცებენ, რომ ახალი ხელშეკრულება მათი ხელფასების გაზრდაზეა ორიენტირებულები.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ,რომ თუ კომპანია მათს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს გაიფიცებიან.