საქართველო ქართველების გარეშე | ქვეყანა მიგრაციული და დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

საქართველო ქართველების გარეშე - ეს საქართველოს ყველა დამპყრობლისა და ისტორიული მტრის ოცნება იყო. მაგრამ 21 საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველო თავისი სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვან ისტორიაში ყველაზე უფრო მძიმე მიგრაციული და დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა. დღეს საქართველოდან გარბიან... და უკანმოუხედავად. როგორც წესი, მასობრივად მოსახლეობა არ ტოვებს ისეთ ქვეყანას, სადაც ეკონომიკის ზრდაა, სადაც კანონი კანონობს, სადაც მოქალაქეების სიცოცხლე და ქონება დაცულია და სადაც სამართალი ყველასთვის ერთია. მაგრამ ქვეყნები, საიდანაც მოქალაქეები მასიურად მიდიან თითქმის ყოველთვის განწირულები არიან ავტოკრატიული რეჟიმებისთვის. რეჟიმები ერთგვარად ახალისებენ კიდეც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადინებას. განსაკუთრებით ისეთების, რომელსაც ვერ აკონტროლებენ.

ასე ქვეყანაში სულ უფრო გაიზრდება ისეთების ხვედრითი წილი, რომლებიც რეჟიმს დაუჭერენ მხარს,  იმის გამო რომ ან სახელმწიფო აპარატზეა ჩამოკიდებული, ან კორუფციული ვერტიკალიდან ჭამს, ან რაიმე ბენეფიტით სარგებლობს. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, იცვლება იმათი ქცევაც, ვისაც ემიგრაციაში წასულები, სამშობლოში ტოვებენ. სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული პრაქტიკა ადასტურებს, რომ საზოგადოებები, რომლებიც ემიგრანტების ფულად გამროციხვებზე ცხოვრებენ, უფრო მაღალი ალბათობით მხარს დაუჭერენ არსებულ ხელისუფლებას, თუნდაც ცუდს. ეს ცხადია იცის "ქართულმა ოცნებამაც", და სწორედ ამიტომაც ვხედავთ ბოლო წლებში მიგრაციის წარმოუდგენელ ტალღას, ხშირ შემთხვევაში თითქმის წახალისებულს ხელისუფლების მხრიდან.

დიახ, ტოტალური უსამართლობა, ცინიზმი, ეკონომიკური და სოციალური რეპრესიების გამოყენება, წახალისებაა ამ კატასტროფული მიგრაციისა. ალბათ ხშირად გაშიფრავდით "ოცნების" ლიდერების მიღმა რიტორიკას, არ მოგწონს წადი. სხვათა შორის იგივე რიტორიკა ჰქონდათ რუსული კანონის ავტორებსაც. რატომ - ამ კანონით ხომ სოციალური ცხოვრებიდან გათიშავდნენ სამოქაალქო თვალსაზრისით ერტერთ ყველაზე უფრო აქტიურ სეგმენტს. ამჯერად არ გამოუვიდათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ძალაუფლება ჩვენს სისუსტესა და დაფანტულობაზე დგას.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი