კახეთში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა - 7 წლის დაშავებული თბილისში გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, 7 წლის ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა,  ტრაილერი შეეჯახა. ადგილზე  გარდაიცვალა ქალი. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.

დაშავებულები გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ბავშვს სამკურნალოდ  თბილისში გადაიყვანენ. რადგან ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული და  ნეიროქირურგის დახმარება სჭირდება.

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი