უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, 16 მარტს, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი დაიღუპა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. 

გარდაცვლილის მამა და ბაბუა დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედაში ცხოვრობენ. 

"დედოფლისწყაროს ტელევიზია" ამბობს, რომ გარდაცვლილმა განათლება ხარკოვში, სამხედრო აკადემიაში მიიღო და რომ ის წელზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა. 

"მთავარი არხი" დამატებით დეტალებს არკვევს და მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი