გორის გვირაბში მოძრაობა დროებით ჩაიკეტება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება. უწყების განმარტებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მათივე ცნობით, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. 

"საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე", - ვკითხულობთ გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი