დათო ტურაშვილი კლინიკიდან გამოწერეს

გამოქვეყნდა:

მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. მედიას მისმა შვილმა უთხრა, რომ ტურაშვილის მდგომარეობა ახლა ნორმალურია.

"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა" - უთხრა რადიო თავისუფლებას ანაკო ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს დათო ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "მე-17 სართულში" ემოციური მიმართვის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. გადაცემაში ტურაშვილი "ქართული ოცნების" ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი