თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 თვის განმავლობაში ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
სამუშაოების განმავლობაში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით: კერძოდ, მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.