ძალადობის კიდევ ერთი და ძალიან მძიმე ისტორია. "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა. ერთბაშად სამი ქალი მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშულებს. ბრალდებების სერია მას შემდეგ დაიწყო რაც ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და რამდენიმე წლის წინანდელი მძიმე ისტორია გაიხსენა.
ამის შემდეგ რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროვების შესახებ საკუთარი ისტორია კიდევ ორმა ქალმა გამოაქვეყნა. შალვა რამიშვილი ახლა თავის მართლების რეჟიმშია. ოდიოზური პროპაგანდისტი, რომელმაც ქრთამის აღების გამო სასჯელი მოიხადა, და სასამართლოს განაჩენით სექსუალურ ძალადობაშიც არის დადანაშაულებული, ამტკიცებს, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაა მის და პოსტივის წინააღმდეგ.
იგივე რიტორიკაში ჩაერთო "ქართული ოცნებაც" - მამუკა მდინარაძე ფაქტობრივად იმეორებს სიტყვებს დისკრედიტაციის წინააღმდეგ, მაგრამ კიდევ უფრო გამაოგნებელი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვებია. მიხეილ სარჯველაძე მსხვერპლი ქალების მიმართ ნულოვან ემპათიას ავლენს და ძალადობაში დადანაშულებულის უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს.