დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს

გამოქვეყნდა:

მწერალი დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, - ამის შესახებ მისმა შვილმა, ანაკო ტურაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა.

მისი თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სჭირდება გამოკვლევები, რომლებსაც თურქეთში ჩაიტარებს.

"დათო ახლა არის სტაბილურად, უკვე გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს გამოკვლევებს, იქ უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგადა არის  მათი დამსახურებაა. ახლა ის განაგრძობს თურქეთში მკურნალობას " - თქვა ანაკო ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს დათო ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "მე-17 სართულში" ემოციური მიმართვის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. გადაცემაში ტურაშვილი "ქართული ოცნების" ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი