მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის განცხადებით, მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით:

მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.

შეზღუდვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი