"ბათუმი არენაზე" ჩატარდება პრაქტიკული სწავლება, რაც გამოიწვევს ხმაურს - საგანგებო მოქალაქეებს აფრთხილებს 

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, "ბათუმი არენას" ტერიტორიაზე,  „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება.

უწყება ადგილობრივ მოსახლეობას, აფრთხილებს, რომ წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების, დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა. სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი