მან გამიზნულად მიიყვანა ცენტრი განადგურების პირას - შიდსის ცენტრი სერგეენკოს წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას - ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს და "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება.  

Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული წერილის ავტორები დავით სერგეენკოს უმძიმეს ბრალდებას უყენებენ და პირდაპირ წერენ, რომ სწორედ მინისტრმა სერგეენკომ, სრულიად გამიზნულად, მიიყვანა მათი სამედიცინო დაწესებულება განადგურების პირას. ცენტრის ხელმძღვანელობა ყოფილი მინისტრისგან პასუხის გაცემას ითხოვს, თუ რა წვლილი შეიტანა სერგეენკო იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალსა და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და ასევე, კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, მან განმარტოს, რა დამსახურება აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში .

წერილის ავტორები ამბობენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები ყოფილი მინისტრის პასუხზე იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი