"არანაირი ვერსია არ არსებობს, გამოვიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა" - დაკარგული ახალგაზრდა ტყიბულში

გამოქვეყნდა:

ტყიბულში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
27 წლის ილია ფუტკარაძე სახლიდან 17 მარტს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს, მობილური ტელეფონი კი გამორთული აქვს და ვერ უკავშირდებიან.
მეგობრების ინფორმაციით, ფაქტი სამართალდამცავებს უკვე აცნობეს და პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ. 

სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი