კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვაა - ბექაური

გამოქვეყნდა:

„კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა." - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ბექაურის თქმით, მედიამონიტორინგის შედეგად, მაუწყებლებში უხამსობის პრობლემა გამოიკვეთა, რის შემდეგაც, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიებს არაერთხელ მოუწოდა, დაეცვათ კანონმდებლობის მოთხოვნები და ეთერში არ განეთავსებინათ ადამიანის ძირითადი უფლებების შემლახავი მასალები. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის ჩამოყალიბების მიზნით, კომუნიკაციების კომისიას არ გამოუყენებია ჯარიმა და მხოლოდ დარღვევების დაფიქსირებით შემოიფარგლებოდა, რათა მედიისთვის ნათელი ყოფილიყო, თუ რა მიიჩნეოდა დარღვევად. მაგალითისთვის კი, ბექაურმა 2021 წელს „ალტ-ინფოსა“ და „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი კადრები მოიყვანა, რის შემდეგაც, კომუნიკაციების კომისიამ ორივე მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი გადაცემებისა და ვიდეოკადრების გავრცელებაზეც ისაუბრა, რომელიც მაუწყებლების ეთერში განთავსებულ წამებისა და გაუპატიურების კადრებს, ძალადობის, სიშიშვლის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი