თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ჩვენი ინფორმაციით, ის უსინათლო იყო და სახლში იმყოფებოდა. შემთხვევა საბურთალოზე, იყალთოს ქუჩაზე მოხდა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.