საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის 7 ქვეყნის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულება იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ნიდერლანდების ელჩმა, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა რუსული კანონი და შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია გარემო და არასამთავრობო სექტორი დაბრკოლების გარეშე მუშაობდეს.
"ჩვენ ძალიან ვიყავით შეშფოთებულები უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტით და ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ამის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია გადამწყვეტია დემოკრატიისთვის. ნიდერლანდები მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას და მონაწილეა ბევრი კარგი პროექტის, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ კანონპროექტის გაწვევას. მაშფოთებს სიძულვილის ენა, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ კვლავაც ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და მხარს ვუჭერთ როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე დამოუკიდებელ მედიას", - თქვა ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამიმ.