ვურჩევ სამინისტროს, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს, ეს არის ძალიან სტრატეგიული დაწესებულება - გამყრელიძე რესპუბლიკურზე

გამოქვეყნდა:

მოკრძალებით ვურჩევ სამინისტროს, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს ამ საკითხის - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გამყრელიძის თქმით, გასათვალისწინებელია იმ მაღალკვალიფიციური პერსონალის ინტერესები, რომლებიც ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან დასაქმებულები და რომლებმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიისას დიდი ძალისხმევა გაწიეს. 

"ეს არის ძალიან სტრატეგიული დაწესებულება. უნდა იყოს გათვლები ისე, რომ იქ დღეს მომუშავე და მე არმგონია რესპუბლიკურში დღეს 1000-ზე ნაკლები ადამიანი მუშაობდეს, თანაც ძალიან მაღალაკვალიფიციური ხალხი, ამიტომ ეს ხალხი უნდა გავითვალისწინოთ, რომლებმაც ბოლო სამ წელიწადში უზარმაზარი ის გადაიტანა. რესპუბლიკური ერთ-ერი მთავარი ბაზა იყო კოვიდპანედმიასთან ბრძოლის, ამიტომ ამ ხალხს უნდა გაეწიოს ანგარიში" ამბობს გამყრელიძე

ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა დააანონსა - ღია წერილი გუშინ, კლინიკის თანამშრომლებმა გაავრცელეს. 

ჯანდაცვის სამინისტრო წერილს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი