რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება მთავარი პრიორიტეტია - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია და პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას.

გაბუნია იმ ღია წერილს გამოეხმაურა, რომელიც გუშინ, კლინიკის პერსონალმა გაავრცელა და სადაც ნათქვამია, რომ 1000-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება.

ამასთან დაკავშირებით, გაბუნია აცხადებს, რომ იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რაც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციას, აღჭურვას და მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ასევე მათი დასაქმების კუთხით.

როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხანში გააკეთებს დეტალურ პრეზენტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის.

"რესპუბლიკური საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით, არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში. დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, "კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის სრულიად გამორიცხული".

გაბუნიას კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი