მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ციხის საკანში დააბრუნონ. კლინიკა ვივამედი, რომელმაც დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა ფაქტობრივად უბიძგებს ამ გადაწყვეტილებისკენ პენიტენციურ სამსახურს. ექიმები საჯაროდ ითხოვენ, რომ ციხეების ადმინისტრაციის სამედიცინო სამსახურმა განიხილოს მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში ყოფნის მიზანშეწონილობა. საავადმყოფო ამ დრომდე არ აღიარებს, რომ ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ შეუძლია და ახლა ცდილობს პასუხიმგბელობისგან თავი საბოლოოდ დაიძვრინოს.
ტექსტიდან ნათელი ხდება მედიკოსების სხვა პოზიციაც - კლინიკაში მიაჩნიათ, რომ მკურნალობის კკურსი, რომელიც მესამე პრეზიდენტს საავადმყოფოში უტარდება შესაძლებელია ჩატარდეს სხვაგანაც - ანუ ციხეში. პოლონელი ექიმების ჩამოსვლის წინ პენიტენციური სისტემის კონტრაქტორი კლინიკის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია. და "ქართული ოცნება"
ხელოვნურად აყოვნებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სამკურნალოდ გადაყვანას.
ავტორი: ნინიკო გიგაური