მაგდა პაპიძე Georgian Times-ს ეთიკის ქარტიაში უჩივის

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულმა მაგდა პაპიძე "ჯორჯიან თაიმსს" ქარტიაში უჩივის.

საუბარია გამოცემის მიერ 2023 წლის 23 იანვარს გავრცელებულ მასალაზე, რომელშიც საუბარია, რომ მაგდა პაპიძე დაოჯახდა. განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.

"განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.  ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი