რესპუბლიკური საავადმყოფო იხურება, შენობას ანგრევენ | რა პროექტის განხორციელება იგეგმება ვაჟა-ფშაველას გამზირზე

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკური საავადმყოფო იხურება - შენობას კი ანგრევენ. 30 აპრილამდე მედიკოსებიც და პაციენტებიც სხვადასხვა კლინიკაში უნდა გადანაწილდნენ. რას უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილები ჯერჯერობით უცნობია - ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე კვირის წინანდელი მოკლე განმარტების გარდა რესპუბლიკურის ბედზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

შეძლებს თუ არა უწყება მედპერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების სრულად დაკმაყოფილებას სამუშაო ადგილებით და რა პროექტის განხორციელება იგეგმება ვაჟა-ფშაველას გამზირზე - ეს არის მთავარი კითხვები, რომლებიც "ქართული ოცნების" ბუნდოვანებით მოცული ახალი პროექტის მიმართ ჩნდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი