ჯანდაცვის სამინისტროს შენობა დილიდან პარალიზებულია. შენობაში, სადაც აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები იმყოფებიან, ხმაურია. აქციის მონაწილეები ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას დილიდან ითხოვენ, თუმცა არც ჯანდაცვის მინისტრი და არც მისი უწყების რომელიმე თანამშრომელი მათთან შესახვედრად არ მისულა.
იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე მოზარდების ოჯახის წევრები ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად დაფინანსებას ითხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ პასუხს არ მიიღებენ.