რესპუბლიკურის ექიმები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ - დირექტორი ამბობს, რომ ტერიტორია არ გაიყიდება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ბედი ელის კლინიკას და ემუქრებათ თუ არა არა უმუშევრად დარჩენა. 

მედიკოსები დღეს საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა  აცხადებენ, რომ  ყველაფერი ისევ  ბუნდოვანია და კონკრეტული ინფორმაცია ვერც დღევანდელი შეხვედრიდან მიიღეს. 

მედიკოსები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრასაც მოითხოვენ და ხელისუფლებასა მიმართავენ, რომ არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ტერიტორიის გაყიდვა არ იგეგმება, თუმცა უცნობია როგორ მოხდება საავადმყოფოს განახლება. მისივე თქმით,  საჭიროების შემთხვევაში კლინიკის თანამშრომლები გარკვეული სახის კომპენსაციას მიიღებს. 

"ამ ტერიტორიაზე, ამ ლოკაციას რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი არ განხორციელდება და რომ რესპუბლიკური გაიყიდება, როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება ასეთი რამ არ არსებობს. საუბარი მიდის, იმ ძირითად ნაწილზე, თუ როგორი იქნება მათი შემდგომი ბედი იმ პერიოდში, რაც  დასჭირდება კლინიკის ან აშენებას ან გაახლებას. ასევე თუ აუცილებლობა დადგება მიეცემათ ღირსეული კომპენსაცია, ასევე ღირსეული სამუშაოს შეთავაზებაც" , - ამბობს ავალიანი 

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი