დედა როცა ხარ, როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად - კობახიძე გიული ალასანიაზე

გამოქვეყნდა:

"მას უნდა მიუტანონ შესაბამისი კალორაჟის საკვები. ცივი მჭადის მაგივრად, რა დაშავდება რომ მიუტანონ თბილი პური. ის დაშავდება, რომ გასუქდება. რეალურად, წარმოიდგინეთ რა სამარცხვინოა ოჯახის ქმედება. გასაგებია, რომ თავად სააკაშვილი ეუბნება, რომ მიუტანონ მცირე კალორაჟი. მაგრამ, დედა როცა ხარ როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად, უბრალოდ კატასტროფაა რასაც ისინი აკეთებენ. კეთილი ინებონ და თავი დაანებონ თვითდაზიანების მცდელობებს როგორც სააკაშვილმა, ისე მისი ოჯახის წევრებმა. პრობლემას ქმნის, რომ ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. აქედან გამომდინარე იკლებს, ან არ იმატებს წონაში. ამ სამარცხვინო ქმედების წახალისება ხდება გარედან. წონაში კლებიდან გამომდინარე ვიღაცები ითხოვენ მის გათავისუფლებას, ეს არის სამარცხვინო მოვლენა, რომელსაც ვერ ვუპასუხებთ ვერც მისი გათავისუფლებით, ვერც მისი გადაყვანით. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს“, 

განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი