რუსთავში, მე-3 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაშავებული 3 წლის გოგონა კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

"უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი წამოვიდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, აიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ და ბავშვი მობრუნდა, ლაპარაკობდა." - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ამ ეტაპზე ის უკვე გადაყვანილია ბავშვთა საავადმყოფოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და პოლიპროფილურ კლინიკაში გადავიდა შემდგომი მკურნალობის მიზნით", - განაცხადა გელაშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი