თბილისის მერიის ცნობით, გაგარინის ქუჩა N1-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
"გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
კერძოდ, "ვეფხი და მოყმის" ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით, ტრანსპორტი გადაადგილდება მხოლოდ თითო-თითო ზოლის გამოყენებით.
აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე",- ნათქვამია განცხადებაში.